მელია: „გავრლოვის დავალება შესრულებულია, ბრძოლა იქნება ბოლომდე!“
16/02/2021 14:09:12 პოლიტიკა
„გავრლოვის დავალება შესრულებულია“,– ასე ეხმიანება ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.
მისი თქმით, განაწყვეტილების მორჩილებას არ აპირებს.
„ამ ადამიანებმა, პარლამენტარებად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი ყველას გამოუტანა, ვინც 2019 წლის 20 ივისს აღშფოთდა, ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, სამშობლოს გამოესარჩლა, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ხელკეტი მოუქნიეს, თვალები დათხარეს და იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი და ერთ–ერთი ვიყავი მე, რომელმაც ჩათვალა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ ადამიანების სახელით მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, გავრილოვის განაჩენს. ახლა არ არის დრო პარტიული პოლიიტკის. ერთ მხარესაა თავისუფლება, მეორე მხარეს – მონობა.
შეძლებელია უკან დახევა! ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამაჯვებამდე, სანამ არ უზრუველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის განადგურების შესაძლებლობას არავის“,– განაცხადა ნიკა მელია.
იხილეთ ასევე: მელიას საქმის „უხერხულობანი“ – ყოფილი პროკურორის და მოსამართლის ანალიზი


