პროკურატურამ მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა
16/02/2021 14:15:26 სამართალი
პროკურატურამ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დაპატიმრების მოთხოვნა უკვე წარედგინა სასამართლოს და უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია, როდის და რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს ის. ამისთვის სასამართლოს 24–საათიანი ვადა აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, სასამართლო პროცესი დღესვე შედგეს.
როგორც ცნობილია, მელია სასამართლოში მისვლას არ გეგმავს. ამ დროისთვის ის ენმ–ის ოფისში იმყოფება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოსთვის მიმართვამდე მე–10 მოწვევის 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.


