Accentnews.ge
ტრანსკავკასიური მაგისტრალი დაკეტილია

ტრანსკავკასიური მაგისტრალი დაკეტილია

16/02/2021 20:26:08 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეორე დღეა, დაკეტილია. როგორც ჟურნალისტებს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განუმარტეს, მეორე დღეა, კავკასიონის ქედის ორივე მხარეს გადაუღებლად თოვს და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

დე ფაქტო სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება მაგისტრალი“

„გუშინდელი დღის შემდეგ თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრზე მეტით მოიმატა“.

ვინაიდან დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეგრეთ წოდებული გადასასვლელები ჩაკეტილია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენაც, ამჟამად ოკუპირებული ცხინვალი სრულ იზოლაციაშია მოქცეული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S