ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
17/02/2021 06:02:20 სამართალი, საზოგადოება
ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, ასევე, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს.
"მოხდა კორპუსის ევაკუაცია. მეექვსე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა", - აცხადებენ უწყებაში.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 9 ეკიპაჟი მუშაობდა.


