„ავტობუსის გაჩერებაზე კონსტრუქცია გადმოყირავდა და ბავშვს დაეცა“
17/02/2021 08:27:41 სამართალი
თვითმხილველების ინფორმაცით, წყნეთის გზაზე, "ავტობუსის მოსაცდელი" კონსტრუქცია გადმოყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა.
მათივე ცნობით, ბავშვმა ნეკნები დაიზიანა.
ამასთან, მათი ცნობით, საცობების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დროულად მისვლა ვერ მოახერხა და ბავშვი კლინიკაში კერძო მანქანით გადაიყვანეს.
როგორც სასწრაფოში აცხადებენ, ბავშვი კონტაქტურია.


