Accentnews.ge
პროკურირი – მელიაზე: "არ არსებობს სხვა ალტერნატივა, პატიმრობის გარდა"

პროკურირი – მელიაზე: "არ არსებობს სხვა ალტერნატივა, პატიმრობის გარდა"

17/02/2021 11:13:19 პოლიტიკა, სამართალი

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის ერთ-ერთი პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსმა კანონი დაარღვია, რაც ფაქტობრივი მოცემულობაა, შესაბამისად, პატიმრობა ერთადერთი გამოსავალია.

"როცა გვაქვს მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობა, უნდა იქნეს გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. სწორედ ამ მოთხოვნას ვაყენებთ, რომ შეიცვალოს გირაო პატიმრობით. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან ერთი, ან მეორე მხარის პოზიცია და დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა", – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 17 თებერვალს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S