სასამართლომ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას პატიმრობა შეუფარდა
17/02/2021 11:42:22 სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მას ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
წინა სასამართლო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ამავე დღეს არის 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებული 23 წლის მამაკაცის პროცესიც. მამაკაცს გამოძიება არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.


