Accentnews.ge
ნიკა მელია: "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გააფორმოს დღეს სასამართლომ, შიშით ნაკარნახები იქნება"

ნიკა მელია: "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გააფორმოს დღეს სასამართლომ, შიშით ნაკარნახები იქნება"

17/02/2021 13:26:01 სამართალი

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გააფორმოს დღეს სასამართლომ, იქნება შიშით ნაკარნახები".

"პროკურორი რომელიც ჩემი პროკურორია, მგონი ყველა რეზონანასულ საქმეზე ეს ქალბატონი ჰყავთ. ერთ ერთი ტაბელური პროკურორია. გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურად "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიიღო. მურუსიძის სასამართლოს გააფორმებინებენ პატიმრობას თუ სანქციას გასცემენ არდაპატიმრების თაობაზე, ორივე შიშით ნაკარნახები იქნება", – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "მე გეგმებზე არ ვსაუბრობ, მე მათ ვახორციელებ. ​რატომ უნდა გითხრათ რას ვაპირებ? რატომ უნდა გავუადვილო ცხოვრება გავრილოვ–ივანიშვილს?".

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. იგი პროცესს თვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ–ის ოფისიდან ადევნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S