Accentnews.ge
სოხუმი-მოსკოვი: სტრატეგიული ენერგოობიექტების გადაცემა – მოხმარებული ელენერგიის დავალიანების დასაფარად

სოხუმი-მოსკოვი: სტრატეგიული ენერგოობიექტების გადაცემა – მოხმარებული ელენერგიის დავალიანების დასაფარად

17/02/2021 14:33:54 კონფლიქტები

რუსეთის მიმართ ოკუპირებული აფხაზეთის ვალი დღითიდღე იზრდება. მარტო 2020 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში აფხაზეთში გადადინებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დავალიანებამ 619 მილონ რუბლს მიაღწია,

“2019 წელს გადადინებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დაგროვებული ვალი - 190 მლნ რუბლი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში იქნა კომპენსირებული. რაც შეეხება 2020 წლის ვალს - 619 მილიონ რუბლს, რუსეთ-აფხაზეთის მთავობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრულია ფინანსური წყარო მისი ნაწილის – 162 მილ რუბლის დასაფარად და ვალის ეს ნაწილი წელს დაიფარება. დარჩენილი ნაწილი კი ჯერ-ჯერობით დაფინანსების წყაროს გარეშეა, ისევე, როგორც ამჟამად მიმდინარე გადადინების საფასური" – განაცხადა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის “მინისტრმა” კრისტინა ოზგანმა.

ცნობისთვის: ბოლოს რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის გადადინება 2020 წლის 11 დეკემბრიდან დაიწყო. ენერგომომარაგების ძირითადი წყარო – ენგურჰესი ამჟამად სარემონტო სამუშაოების გამოა გაჩერებული.

შექმნილ ვითარებაში რუსეთს, რომლის წინაშეც აფხაზეთს ჯერ მარტო ელექტროენერგიის საფასურის სახით უზარმაზარი ვალი აქვს დაგროვებული, კიდევ უფრო მეტი ბერკეტი ეძლევა, სოხუმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება აიძულოს.

ასე, მაგალითად, კრემლი აიძულებს აფხაზურ მხარეს, ფორსირებულად შეცვალოს კანონმდებლობა იმ ნაწილში, რომელიც სტრატეგიული ენერგოოობიექტების უცხოელებზე (ცხადია, რუსეთის მოქალაქეებზე) გასხვისებას კრძალავს.

2019 წლის დეკემბერში მოსკოვიდან სოხუმში გადაგზავნილი “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის” ფარგლებში ამ საკანონმდებლო აკრძალვის მოსახსნელად აფხაზურ მხარეს 2-წიანი ვადა ეძლეოდა. თუმცა როგორც “აქცენტს” აფხაზური დე ფაქტო პარლამენტიდან აცნობეს, კრემლი წნეხს ზრდის და ორიოდ დღის წინ სოხუმს ამ გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “სრული ბლოკადით” დაემუქრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S