Accentnews.ge
მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

17/02/2021 16:18:02 სამართალი

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, აიცილოს აღნიშნული საქმე და საქმის განხილვა გადადოს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ცოტა ხნის წინ მედიის საშუალებით გავრცელდა კადრები, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს შსს-ს სპეციალურ დეპარტამენტთან სპეციალური რაზმის ბრიგადები ჩანს.

ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული აჩვენებს, რომ "გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების თაობაზე უკვე მიღებულია".

"საღი აზრის ფარგლებში მაქვს კითხვა, რა უნდა სპეციალური დანიშნულების რაზმის ასეულობით წარმომადგენელს იქ, სადაც იმყოფება პირი, ვის მიმართაც პატიმრობის საკითხი უნდა გადაწყვიტოთ თქვენ. ესებუაა ენმ-ის ოფისში შეფარებული და ესებუას დასაჭერად არიან?!თუ ვცდებით ჩვენ, იმისთვის, რომ ჩვენი აღქმის სიმცდარე იყოს დადასტურებული, გადადეთ დღევანდელი პროცესი და ხვალ გამოაცხადეთ გადაწყვეტილება და ვნახოთ, რატომ იყო სპეცდანიშნულების რაზმი იქ [ენმ-ის ოფისთან] მობილიზებული", – განაცხადა ადვოკატმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. იგი პროცესს თვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ–ის ოფისიდან ადევნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S