შსს ძალოვანების გადაადგილების მიზეზს განმარტავს
17/02/2021 17:15:12 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან ყოველდღიურად გადაადგილდებიან თანამშრომლები და განსაკუთრებული არაფერი ხდება.
"მედიით გავრცელებული კადრები შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება", - აცხადებენ შსს-ში.
ცოტა ხნის წინ მედიის საშუალებით გავრცელდა კადრები, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს შსს-ს სპეციალურ დეპარტამენტთან სპეცრაზმის ბრიგადები ჩანს.
ცნობისთვის: ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.
სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. იგი პროცესს თვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ–ის ოფისიდან ადევნებს.


