Accentnews.ge
ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

17/02/2021 18:18:20 სამართალი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

"აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით - პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან", - განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცნობისთვის: ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რომელიც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ამასთან, მელიას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. სწორედ, ამ თანხის გადაუხდელობის გამო მოითხოვდა ბრალდების მხარე მელიას პატიმრობას. საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 40 000–ლარიანი გირაო. 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S