Accentnews.ge
პროკურორი: "კანონმდებლობაში აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს"

პროკურორი: "კანონმდებლობაში აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს"

17/02/2021 18:43:44 სამართალი

"კანონმდებლობაში აღსრულების კონკრტული ვადა არ არსებობს", – ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, მას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. კანონმდებლობაში აღსრულების კონკრტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ განსხვავებით საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და იმოქმედებს სათანადოდ“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძება - გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S