რუისი-გორის მონაკვეთზე ავარიისას 15-მდე მანქანა დაზიანდა, არიან დაშავებულები
17/02/2021 20:02:41 სამართალი
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მასიური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა. შეჯახების აცილების მიზნით უკან მომავალა მანქანებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.
ავარიის შედეგად დაზიანებულია 15-მდე მანქანა, რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


