"სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ უკიდურესად შემაშფოთებელია"
17/02/2021 21:24:57 სამართალი
"სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ უკიდურესად შემაშფოთებელია", – ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.
"უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე! მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან", – აცხადებს ლომჯარია.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.


