Accentnews.ge
შსს: "მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მათ მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს"

შსს: "მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მათ მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს"

18/02/2021 05:46:47 სამართალი

საქართველოს შს სამინისტრო მას შემდეგ, რაც შსს–ს წარმომადგენლებს ენმ–ის ოფისში შესვლის ნება არ მისცეს პარტიის თავმჯდომარისთვის სასამართლოს განჩინების ჩასაბარებლად, განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს. კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით".

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავად მელიამ და ოპოზიციონერმა ლიდერებმა ღამე ენმ–ის ოფისში გაათენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S