Accentnews.ge
ხუნდაძე – გახარიას გადადგომაზე: „არა დროული იყო“

ხუნდაძე – გახარიას გადადგომაზე: „არა დროული იყო“

18/02/2021 09:29:33 პოლიტიკა

არა დროული იყო,– ასე აფასებს პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

„მერჩივნა, რომ ის პრემიერი ყოფილიყო“,– განაცხადა მან მედიისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში.

ირკვევა, რომ დეპუტატების ნაწილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო და ცნობა ტელევიზიის საშუალებით მიიღეს.

გადაწყვეტილებას "მოულოდნელი" და "უსიამოვნო" უწოდა სოზარ სუბარმაც.

როგორც მან განაცხადა, საკითხზე მისი თანდასწრებით დიაკუსია არ გამართულა.

ამასთან, "ქართული ოცნების" დეპუტატები გუნდში დაპირისპირებას არ ადასტურებენ. გუნდის ერთიანობას ხაზი საკუთარ კომენტარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემაც გაუსვა.

შეგახსენებთ, რომ გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის მას, მოვალეობას კი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო, ოპოზიცია კი ხელისუფლებას დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S