Accentnews.ge
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გადაიდო

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გადაიდო

18/02/2021 10:08:06 კავკასია

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელიც 19 თებერვალს ბაქოში იყო დაგეგმილი, გადაიდო. ამის შესახებ, აზერბაიჯანული სააგენტო "Trend"-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-სპიკერმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტერიალი პირველად 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 2021 წლის 19 თებერვალს მინისტრების რიგით მე-9 შეხვედრა უნდა გამართულიყო.

ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ. შესაბამისად, ყველა მინისტრი, მათ შორის - საქართველოს მთავარი დიპლომატი დავით ზალკალიანიც მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S