საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად, "ოცნების" ოფისთან აქტივისტები აქციას მართავენ
18/02/2021 11:53:41 სამართალი
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად, "ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
"ეს რუსული "ოცნება" არის დამპალი, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე.
ამ დროისთვის მმართველი პარტიის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


