თბილისში მამაკაცი გაყინული იპოვეს
18/02/2021 15:41:15 სამართალი
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სკვერში 50 წლამდე მამაკაცი გაყინული იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დაბალი ტემპერატურა გახდა. მამაკაცის ვინაობა იდენტიფიცირებულია. იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.


