Accentnews.ge
"მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა"

"მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა"

19/02/2021 05:09:09 პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა.

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენების გამო. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ისეთი რიტორიკისა და ქმედებებისგან, რომელიც დაძაბული ვითარების მეტ ესკალაციასა და ძალადობას მოიტანს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ ერთგულება, მართლმსაჯულებისა და საპროკურორო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლების გზით. ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოსთან, როგორც მოკავშირესთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S