Accentnews.ge
"აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით" - ფრაზა მარსზე დაშვებული NASA-ს როვერის ბორტკომპიუტერში

"აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით" - ფრაზა მარსზე დაშვებული NASA-ს როვერის ბორტკომპიუტერში

19/02/2021 07:37:25 კონფლიქტები, საზოგადოება

NASA-ს როვერის Perseverance ("შეუპოვრობა") ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, უამრავი ადამიანის მაიდენტიფიცერებელ წარწერასთან ერთად იყო წარწერა "აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით".

როგორც ბლოგერი გიორგი ჯახაია წერს, მას შემდეგ, რაც NASA-მ მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების შეძენის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ მონაცემებს Perseverance მარსზე წაიღებს, როვერზე საკუთარი მონაცემები გაგზავნა: სარეგისტრაციო ველში, სახელის ადგილას გიორგი ჯახაიამ ჩაწერა ფრაზა Abkhazia is Georgia (აფხაზეთი საქართველოა), ხოლო შემდეგ ველში ჩაწერა: WE WILL COME COME BACK (ჩვენ დავბრუნდებით).

"ასე რომ, როვერის ბორტკომპიუტერზე, უამრავ მონაცემთან ერთად, ეს წარწერაც იყო, როცა ის მარსზე დაეშვა", – წერს ჯახაია თავის ბლოგში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S