პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავა
19/02/2021 14:33:58 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი არის დაკავებული.
ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლა უნდოდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.


