შსს-ს ცნობით, პარლამენტთან „ლელოს“ მიერ გამართულ აქციაზე 5 პირი დააკავეს
19/02/2021 16:18:50 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, პარლამენტთან „ლელოს“ მიერ გამართულ აქციაზე 5 პირი დააკავეს
უწყების ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.
როგორც „ლელოში“ აცხადებენ, დაკავებულია პარტიის წევრები საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე. გარდა ამისა, დაკავებულები არიან „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე. დაკავებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტროტუარზე საღებავებით წარწერის გაკეთება სცადა.
დემონსტრანტები ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრად დანიშვნასა აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში, საპროტესტო ტალღა გაიზრდება.
აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.


