Accentnews.ge
ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

21/02/2021 08:28:00 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S