Accentnews.ge
"საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება. საჭიროა, გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა"

"საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება. საჭიროა, გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა"

22/02/2021 08:14:29 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის მოსვლიდან მე–9 წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წინახელისუფლების 9–წლიან მმართველობასთან "შედარებები საკმარისი აღარ არის" და მოქმედმა მათვარობა "ძალისხმევა უნდა გაათმაგოს".

"ვფიქრობ, ამ უმწვავესმა და უპრეცედენტო გლობალურმა კრიზისმა ბევრი რამ გვასწავლა და გვაჩვენა, თუნდაც გვაიძულა ახლებურად შევხედოთ საგნებსა და მოვლენებს. ჩვენ გვმართებს მეტი კრიატიულობა, მეტი არაორდინალურობა, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილების მიღებაში. მთელ მსოფლიოში იცვლება რეალობა. დღეს ჩვენ ომში ვართ პირდაპირი მნიშვნელობით, უხილავი მტრის წინააღმდეგ, სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ არ ვიცით საბოლოოდ როგორ და როდის დასრულდება პანდემია, ამიტომ საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება. საჭიროა გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში და, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის. ეს დღეს მთელი მსოფლიოს და სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემაც არის, ეს კი, რა თქმა უნდა, არაფერს კარგს არ გვიქადის. უთანასწორობა, მიჩნეულია, რომ ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტვით გამოსვლისას.

ამ სიტყვების წარმოთქმამდე მან წინა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S