"პავილიონისის განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია, არაფერს ნიშნავს"
22/02/2021 09:24:31 პოლიტიკა
"პავილიონისის განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია, არაფერს ნიშნავს", – ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას.
"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ნაცმოძრაობიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართავს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ნიკა მელიას მიმართ.


