Accentnews.ge
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავს“

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავს“

22/02/2021 17:14:16 პოლიტიკა

ხელისუფლება გეგმავს პროვოკაციას,– აცხადებს ენმ–ის წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

დეკანოიძის ცნობით, რამდენიმე დღის წინ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, როდესაც „შემოგზავნილი“ პირები დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და იგეგმება მსგავსი აქტი ამჯერადაც.

„მსგავსი პროვოკაციის მოწყობა სურს ხელისუფლებას: შემოაგზანონ ვინე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკრი შეურაცხყოფა მიაყენონ რომელიმე პოლიციელს. მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვას პროვოკაციის მოწყობას.

გეგმავენ პროვოკაცას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, ჩვენს ხელთაა მორალური უპირატესტობა, რადგან ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ“.

დეკანოიძე სამართალდამცველებს მიმართავს, „კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე უკანონო დავალებებს შეასრულებენ“.

დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიციის გეგმები უცვლელია:

„ძალადობა და ზიზღი ჩვენზე არ მოქმედებს“.

ამ დროისთვის ენმ–ის ოთხსართულიან ოფისში პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებიან. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ირაკლი რარიბაშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცახდებების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ შსს ენმ–ის თავმჯდომარის დაკავების ოპერაციას განახორციელებს.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიის ოფისში სპეც–რაზმის შესვლის შემთხვევაში ძალადობრივი წინააღმდეგობა არ იგეგმება.

განახლება

"ფორმულას" ინფორმაციით, იგეგმება ენმ–ის ოფისში შეიარაღებული აგენტ–პროვოკატორის შეგზავნა, რომელიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაიწევს სამართალდამცველებს და ეს გახდება სამართლებრივი რეაგირების საფუძველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S