"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ
23/02/2021 03:45:36 სამართალი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ.
პარტიის ოფისში ენმ–ის ლიდერები, მხარდამჭერები და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაცია, სპეცდანიშნულების რაზმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისთვის ემზადებოდნენ. მათივე თქმით, სპეცრაზმს მშვიდობიანად შეხვდებიან.
ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები, სახანძრო სამაშველო ბრიგადები და ევაკუატორებია მობილიზებული.


