Accentnews.ge
შსს-ის წარმომადგენელი: "მოსულები ვართ სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით"

შსს-ის წარმომადგენელი: "მოსულები ვართ სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით"

23/02/2021 04:03:10 სამართალი

"მოსულები ვართ სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, მოგიწოდებთ, მშვიდ ვითარებაში მოვახდინოთ სასამართლოს განჩინების აღსრულება", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შსს-ის წარმომადგენელმა ადვოკატებს განუცხადა.

„ჩვენი მიზანია, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში აღვასრულოთ სასამართლოს განჩინება. მოგვეცით ბრალდებულთან საშუალება, რომ გადავცეთ განჩინება, მოგიწოდებთ რომ მივიდეთ და დავიწყოთ სასამართლოს განჩინების აღსრულება“,- აღნიშნა შსს-ის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას, მათ მიმართ გამოყენებული იქნება იძულებითი ხასიათის ღონისძიებები.

პოლიცია მოუწოდებს ნიკა მელიას, დაემორჩილოს პოლიციის მოთხოვნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S