
სპეც–რაზმმა ნიკა მელია დააკავა
23/02/2021 04:52:14 პოლიტიკა, სამართალი
სამართალდამცველებმა ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ის სამუშაო ოთახიდან სპეც რაზმმა ძალის გამოყენებით გაიყვანა. მანამდე ძალოვანები ოთახში ასევე ძალის გამოყენებით შევიდნენ, შეღწევამდე კი ნივთიერება გამოიყენეს, რა დროსაც ოთახში მყოფ მოქალაქეებს სუნთქვის პრობლემა შეექმნათ.
სპეცოპერაციის დაწყებამდე მელია მოწოდებით გამოვიდა, სამართალდამცველებს ძალადობის გარეშე დახვედროდნენ. აქტივისტები, რომლებიც შენობიდან პოლიციელებმა გაიყვანეს, ამბობენ, რომ მოქალაქეებზე სპეცრაზმელები ძალადობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები წინააღმდეგობას არ წევდნენ.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, შენობაში მყოფ მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ და ის ცდილობს ჯგუფის შეგზავნას.
მოალაქეები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
"პირდაპირ სახეში შემომასხეს",– ამბობს აქტივისტი.