გიორგი ბარამიძე სავარაუდოდ, დაკავებულია

23-02-2021 10:26:49 ადამიანი და კანონი

ენმ–ის წევრი, ყოფილი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, სავარაუდოდ, დაკავებულია. ის სამართალდამცველებმა ენმ–ის ოფისიდან გამოიყვანეს და პოლიციის ავტომანქანაში ჩასვეს.

სავარაუდოდ, ბარამიძე შეუძლოდ გახდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შეიჭრნენ და ნიკა მელია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ამასთან, სავარაუდოდ, დაკავებულია ენმ–ის წევრი გია ბარამიძეც.

სპეცოპერაციისას დახურულ შენობაში სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

განახლება

ენმ–ის წევრი გიორგი ბოტკოველი, რომელიც სპეცოპერაციის დროს დააკავეს, ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.

როგორც ბოტკოველმა განმარტა, პოლიციელებმა განყოფილებაში აღმოაჩინეს, რომ ის დეპუტატია და ეს გახდა მისი გათავისუფლების საფუძველიც.

მისივე ცნობით, დაკავებულია ენმ–ის წევრი გიორგი ბარამიძე:

„გიორგი ბარამიძე დაკავებულია და ის საპატრულო პოლიციის განყოფილებაში იმყოფება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები