Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო: "ენმ–ის ოფისთან 17 პირი დაშავდა, მათ შორის 2 ჰოსპიტალიზებულია"

ჯანდაცვის სამინისტრო: "ენმ–ის ოფისთან 17 პირი დაშავდა, მათ შორის 2 ჰოსპიტალიზებულია"

23/02/2021 08:30:27 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ენმ–ის ოფისთან 17 პირი დაშავდა, მათ შორის 2 ჰოსპიტალიზებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა; ორი მოქალაქე კი, გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი, სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის: პოლიციამ ნიკა მელია 23 თებერვალს სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S