Accentnews.ge
პარლამენტთან საპროტესტო კარავი გაშალეს

პარლამენტთან საპროტესტო კარავი გაშალეს

23/02/2021 12:24:05 საზოგადოება

პროტესტმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან საპროტესტო კარავი გაშალეს. სამართალდამცველებს, განსხვავებით გასული დღეებისგან, როდესაც იგივე ქმედებისთვის ათობით დემონსტრანტი დააკავეს, ამჯერად რეაგირება არ მოუხდენიათ.

ცნობისთვის: რუსთაველზე კარავი პროტესტის ნიშნად პერიოდულად იშლება. მაგალითად, თვეობით იდგა შვილმოკლული მამების – მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მიერ გაშლილი კარვები, თუმცა მათ ამ ქმედებისთვის ძალისხმევა დასჭირდათ: სამართალდამცველები აღნიშნულის ნებას არც მათ რთავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს ენმ–ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S