
თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
23/02/2021 13:49:10 საზოგადოება
ძლიერმა ქარმა თბილისის გარკვეულ რაიონებში პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები.
წაქცეულია ხეები. მერიის ინფორმაციით, დაფიქსირდა სახურავების გადახდის ფაქტები. ერთ მისამართზე კი ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის კედელი.
ძლიერი ქარის გამო, აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშაც დაზიანდა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას აღმოუჩენენ.