
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
23/02/2021 13:49:18 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3169 ლარი ეღირება, ევრო – 4.0294 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6732 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3084 ლარი ღირდა, ევრო – 4.0138 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6410 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 თებერვალს ამოქმედდება.