Accentnews.ge
"1000 მშობლის მარში" 8 მარტს გაიმართება

"1000 მშობლის მარში" 8 მარტს გაიმართება

23/02/2021 13:51:50 საზოგადოება

"1000 მშობლის მარში", რომელიც 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, 8 მარტს ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

მარშის გადადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 26 თებერვალს, ოპოზიციური პარტიების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაანონსდა.

„ქალთა მოძრაობა კატეგორიულად გმობს საპოლიციო ძალების მიერ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის დარბევას და პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას. ცხადად ვხედავთ, პოლიციის შტურმი და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, როგორ აღრმავებს საზოგადოების პოლარიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აგრესიული მეთოდების დემონსტრირების ნაცვლად, გამოიყენოს არაძალადობრივი და სამართლებრივი გზა ვითარების დეესკალაციისთვის. ამ ფონზე განვითარებული მოვლენების გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 26 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი „1000 მშობლის მარში“, 8 მარტს ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს გადავიტანოთ“, - ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„1000 მშობლის მარში“ ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.

კამპანია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქობულეთში 14 წლის გოგომ, რომელზეც 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S