დენიელ ფრიდი:"ყველა ქართული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, ორიენტირებულები იყვნენ გამოსავლის ძიებაზე"

23-02-2021 19:43:12 პოლიტიკა ,კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დენიელ ფრიდის განცხადებით,"ყველა ქართული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, ორიენტირებულები იყვნენ გამოსავლის ძიებაზე და არა მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე".

ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს მეგობრები საზღვარგარეთ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები არიან ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობით, რომლის უკანასკნელი მაგალითი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის - ნიკა მელიას დაკავების ფაქტია. საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, იპოვოს დაძაბულობის დეესკალაციის და არა ვითარების კიდევ უფრო გამწვავების გზები. ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება პუტინის საყვარელი საქმიანობაა. ყველა ქართული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, ორიენტირებულები იყვნენ გამოსავლის ძიებაზე და არა მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე. დაპირისპირება საქართველოში სარგებელს მოუტანს ქვეყნის მტრებს. ისევე, როგორც საქართველოს მრავალ სხვა მეგობარს, იმედი მაქვს, რომ ქვეყანა შეძლებს, იპოვოს შთაგონება იმ საუკეთესო დემოკრატიულ და კონსტიტუციურ ტრადიციებში, რომლებმაც თაობებს გაუძლო" - განუცხადა "აქცენტს" დენიელ ფრიდმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები