Accentnews.ge
დეგნანი: "დიალოგი ოპოზიციასთან და "ქართულ ოცნებასთან" გაგრძელდება"

დეგნანი: "დიალოგი ოპოზიციასთან და "ქართულ ოცნებასთან" გაგრძელდება"

23/02/2021 18:16:12 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარის გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარეებთან დიალოგი გაგრძელდება.

"სასარგებლო შეხვედრა იყო, მოვისმინეთ ოპოზიციის შეშფოთება, ვაფასებ, რომ შეხვედრაზე მოვიდნენ, ჩვენ გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და "ქართულ ოცნებასთან" დიალოგს, რათა მოვნახოთ გამოსავალი", - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მას ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გარდა, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S