
ლომჯარია მელიასთან შეხვედრის შემდეგ: "მთხოვა, მისი მეგობრებისთვის გადმომეცა, რომ ყოჩაღად არის"
23/02/2021 19:03:32 პოლიტიკა
სახალხო დამცელი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა.
"ნიკა მელია საკმაოდ ოპტიმისტურად იყო, აინტერესებდა მიმდინარე მოვლენები. არ აქვს ტელევიზორი და დააყენა ეს მოთხოვნა. მოპყრობასთან და პირობებთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია. მთხოვა მეგობრებისთვისაც გადმომეცა, რომ თავს გრძნობს ყოჩაღად", - აცხადებს ნინო ლომჯარია.