
"სახელმწიფო დეპარტამენტი ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებულია"
23/02/2021 19:46:03 პოლიტიკა
"სახელმწიფო დეპარტამენტი ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებულია" – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ისეთი განცხადებებისა და ქმედებისგან თავის შეკავებისკენ, რომელმაც ვითარების ესკალაცია ან ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფით", – განაცხადა პრაისმა.
მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე - უქმნის თუ არა საფრთხეს ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ, უპასუხა:
"რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამის მიღმა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ვიტყვი იმას, რომ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს მომდევნო საათებსა და დღეებში. საიდუმლო არაა, რა გვსურს, რომ მოხდეს და ვნახავთ, ასე იქნება თუ არა".
ცნობისთვის: დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.