Accentnews.ge
კინზინგერი: "სანქციებს არ განვიხილავ, პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე საუბარი შეიძლება"

კინზინგერი: "სანქციებს არ განვიხილავ, პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე საუბარი შეიძლება"

23/02/2021 19:59:05 პოლიტიკა

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, სანქციებს არ განიხილავს. თუმცა მისი თქმით, შესაძლოა, აშშ-ის პოზიტიური ინიციატივები "უკან წაიღონ".

"არ ვფიქრობ, რომ წკეპლის, სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ახლა იქ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, რომლებიც გვაქვს. მაგალითად, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამის წინ წაწევა ძალიან გართულდება, თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ. მე საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ახლო თანამშრომლობა მსურს. ეს არ მოდის სიბრაზიდან, ეს მოდის იმედიდან, რომ წარმატება იქნება", - აცხადებს ადამ კინზინგერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, "საქართველოს მთავრობა ძალიან ცუდ მესიჯს გზავნის".

"მე ძალიან მაშფოთებს დემოკრატიისგან დაშორება და ავტორიტარიზმისკენ სვლა. ახალ პრემიერზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა ნათელია, რომ წინა პრემიერ–მინისტრისთვის მისაღები არ იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ეს ბევრს ამბობს განსხვავებებზე პარტიის შიგნით. ვისაც არ უნდა მიეღო დაკავების გადაწყვეტილება, იქნება ეს მთავრობის მაღალ დონეზე თუ ხელოვნურად მაღალ დონეზე, ვინც არ უნდა იყოს, საჭიროა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ აქვთ მათ უფლება, ასეთი ნაბიჯი გადადგან და რას ეფუძნება ეს. ჩვენ არ უნდა წარმოავდგენდეთ ქვეყნებს, რომელსაც პიროვნებები მართავენ, არამედ ქვეყნებს, რომელიც კანონით იმართება", – განაცხადა კინზინგერმა.

ცნობისთვის: დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S