Accentnews.ge
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რა შემთხვევაში შეეძლება ნიკა მელიას ტელევიზორით სარგებლობა

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რა შემთხვევაში შეეძლება ნიკა მელიას ტელევიზორით სარგებლობა

23/02/2021 20:04:08 პოლიტიკა

სპეცისლური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია ტელევიზორით იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ მას დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში შეიძენს.

"ნიკანორ მელიას, ნებისმიერი სხვა პატიმრის მსგავსად, შეეძლება ტელევიზორით სარგებლობა გარკვეული ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ 2020 წლის 23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ბრალდებულს საკანში არ აქვს ტელევიზორი. მან იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ლოჯისტიკურ საკითხს დროულად მოაგვარებს. ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S