მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გასაჩვრდა

24-02-2021 12:58:13 სამართალი

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებმა თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს. თუმცა, ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

"მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი არ გვაქვს, ვინაიდან, ისევე, როგროც ნიკა მელიას დაპატიმრება, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობაზე", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის: მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა.სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადების თაობაზე სახელისუფლებო პარტიასთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა. გადაიდო დაკავების ოპერაციაც, თუმცა ახალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პირველ სამუშაო დღესვე ენმ–ის ოფისში სპეცრაზმი შევიდა და მელია დააკავეს. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები