Accentnews.ge
ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

25/02/2021 08:26:51 სამართალი

ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ დაზიანებები აქვს თავსა და სხეულზე, აქვს თავის ძლიერი ტკივილი.

როგორც მან ექსპერტიზის ბიუროსთან ჟურნალისტს უამბო, თავდასხმის დროს მასთან ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი იმყოფებოდა. თავდ თავდასხმა კი გვიან ღამით მოხდა.

როგორც ჟურნალისტი ყვება, აგრესია მის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც იცნეს და ეს უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. თავდამსხმელები აგრესიულად მოიხსენიებდნენ ზოგადად, მედიას:

"დაახლოებით, პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან – ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, რათა შინ მივსულიყავით, ამ დროს ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სასმახური, ამასობაში საიდანღაც იქვე უბანში სამი ადამიანი გამოჩნდა იმ უბნელები, სავარაუდოდ, ერთერთი ეცნო ჩემს მეუღლეს – მისი ყოფილი მეზობელი იყო. ყველანაირად ცდილობდა ერთერთი, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს“.

ჟურნალისტი ყვება, რომ ერთ–ერთი მათგანი პროვოცირებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში:

„ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით და მუშტებმოღებელი უნდა დამსხმოდა თავს და ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი და წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს. პირდაპირ აგრესია ჰქონდაც ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გამდოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე.

ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და ორი თვის არის, ისტერიკულად ტიროდა, შეეშინდა და მაინც არ ჩერდებოდნენ... დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ტიროდა, ქალები იყვნენ და ისევ მაინც იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. რძალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოვიდნენ და იქვე დააკავეს ესენი და ჩვენ გადაგვყვანეს გამოკითხვაზე", - ყვება სანაია.

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S