
ფაშინიანი: „სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა“
25/02/2021 08:51:25 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა მისი გადადგომის შესახებ ქვეყნის არმიის მოთხოვნა.
ფაშინიანი "ფეისბუქზე" წერს, რომ მხარდამჭერებს იწვევს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ფაშინიანის ინიციატივით, თანამდებობიდან გაათაისუფლეს შტაბის უფროსის მოადგილე – გენერალი ხაჩატრიანი.