მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე

25-02-2021 13:02:36 პოლიტიკა

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე განხორციელებულ თავდასხმას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ფიქრობს, რომ ეს გაგრძელებაა სახელისუფლებო გუნდის რიტორისკის და კრიტიკული მედიის მიმართ დამოკიდებულების. ამიტომ, მათ მოუწოდებს, სიტყვების გამოყენებისას ფრთხილად იყვნენ.

„რა განცხადებებსაც აკეთებენ თანამდებობის პირები, მათი ტროლების ქარხნები 24 საათის განმავლობაში, ეს ამის გაგრძელებაა. არ მინდა, მეტი ვთქვა, ვიდრე ვამბობ...

პირდაპირ, აგრესია ჰქონდაც ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გამდოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე", - აცხადებს ვახო სანაია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ამ ფაქტში ხელისუფლებას რაიმე ფორმით ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა:

"ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ მოძებნიან ვინც ეს გააკეთა და ძალიან მკაცრად დაისჯება. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ქონდეს. ისეთი გავბრაზდი ახლა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული".

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გია ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკაზე უარს ვერ იტყვის, მაგრამ მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს:

„კრიტიკაზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან ჩვენ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, როგორც თქვენ. თქვენი კრიტიკა უმეტეს შემთხვევაი აბსოლუტურად უსაფრუძვლოა.ვინც თავს დაესხმება ამ კონტექსტში თქვენს ან ჩვენს წარმომადგენელს, არის ის, რაც დისკრედიდაციას უკეთებს პოლიტიკურ პარტიას“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ განაპირობა სანაიაზე თავდასხმა მმართველი გუნდის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის ხშირად გამოყენებამ, შემდეგი პასუხი გასცა:

„ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილს. ზოგადად, სიძულვილის ენა ამ ქვეყანას არ აკლია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა. ჩემთვის სასურველია, ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი ნამდვილად არის შემაშფოთებელი და უნდა იყოს გამოძიებული“.

სანაიას სამი პირი ფიზიკურად გვიან ღამით გაუსწორდა. თავდასხმისას მასთან ერთად ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო მცირეწლოვანიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები