Accentnews.ge
დაღესტანში პოლიციელებს წამებისთვის ასამართლებენ

დაღესტანში პოლიციელებს წამებისთვის ასამართლებენ

25/02/2021 09:58:48 კავკასია

დაღესტანში ორ პოლიციელს მოქალაქის წამებისთვის ასამართლებენ. კერძოდ, პოლიციელებს – მაგომედ ფნუსოვსა და გასან ადალოვს ბრალად სამსახუროებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მოქალაქის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენება ედებათ ბრალად.

აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.

"ისინი საწყის ეტაპზევე არ დააკავეს და ამ დრომდე თავისუფლები არიან. თუ დაუყონებლივ არ აკავებ, შემდეგ ამის გაკეთება რთულდება: გიწევს მტკიცება, უცაბედად რა საჭიროება წარმოიშვა დაკავების, თუ მანამდე მსგავსი აუცილებლობა არ არსებობდა“,– უთხრა დაზარალებულის ადვოკატმა „Кавказ.Реалии“–ს.

სასამართლო პროცესი 24 თებერვლისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ 16 მარტისთვის გადაიდო დაცვის მხარის მოთხოვნით, რომ მან მასალების გაცნობა ვერ მოესწრო.

ცნობისთვის: მოქალაქე პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში ცემეს. ცემის შედეგად მას ელენთა და წვრილი ნაწლავი დაუზიანდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. დაზარალებულს ელენთა ამოაჭრეს.

ირკვევა, რომ მსგავსი ძალადობის მიზეზი მოქალაის მცდელობა გახდა, მის ეზოში მიმდინარე უკანონო მშენებლობა შეეჩერებინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S