
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
25/02/2021 11:29:27 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.