Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ოკუპანტებმა მორიგი წვრთნები დაიწყეს

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ოკუპანტებმა მორიგი წვრთნები დაიწყეს

25/02/2021 12:21:02 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ოკუპანტებმა მორიგი წვრთნები დაიწყეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "ოკუპირებულ რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ გარკვეული პერიოდულობით ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები".

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს. უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას. ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - აცხადებენ სუს–ში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტები წვრთნებსა და სწავლებებს ნიშანდობლივ თარიღებს ამთხვევენ - წვრთნები ტარდებოდა 2019 წელს როგორც 9 აპრილს, ასევე 26 მაისსაც. შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად საქართველოს დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S